ნიკო კოვაჩს „მონაკოდან“ უშვებენ

0
19

ნიკო კოვაჩი ფრანგული „მონაკოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას უახლოეს პერიოდში დატოვებს. ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Équipe ირწმუნება, რომ კლუბის ხელმძღვანელებმა 50 წლის ხორვატი სპეციალისტი პირველ გუნდს ჩამოაშორეს. მისი გაშვების ძირითადი მიზეზი ისაა, რომ გუნდს პროგრესი არ აქვს, ხოლო მწვრთნელსა და მოთამაშეებს შორის არცთუ კარგი ურთიერთობაა.
კოვაჩი „მონაკოს“ 2020 წლიდან წვრთნის და ფრანგებთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. მანამდე, ის ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს, „ბაიერნსა“ და „აინტრახტს“ ავარჯიშებდა.