ლევან შოვნაძე ,,სამგურალის” კარს დაიცავს

0
7
წყალტუბოს ,,სამგურალმა” ქუთაისის ,,ტორპედოს” ყოფილი მეკარე ლევან შოვნაძე დაიმატა.
კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება 29 დეკემბერს გაფორმდა.
,,სამგურალის” სპორტულმა დირექტორმა ბესიკ ხაჭიპერაძემ ახალწვეულს სიმბოლურად მაისური გადასცა და მას წარმატებები უსურვა.
24 წლის ლევან შოვნაძე სამი წლის განმავლობაში ქუთაისის ,,ტორპედოს” ღირსებას იცავდა.
,,ტორპედომდე” ის ბათუმის ,,დინამოში” თამაშობდა. იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი.