არველაძის პირველი გოლი „ქარაგიუმრუქის“ მაისურით

0
5

ვატო არველაძემ თურქეთის „ქარაგიუმქურის“ შემადგენლობაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. თურქეთის თასის 1/16-ფინალში „ქარაგიუმქურმა“ შინ რანგით მე-3 ლიგის „ბოდრუმსფორს“ უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.
ქართველი თავდამსხმელი ამ სეზონში მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხდა და მოედანზე 79 წუთი დაჰყო. 43-ე წუთზე არველაძის ზუსტი დარტყმის შემდეგ ანგარიში 4:0 გახდა.
23 წლის თავდამსხმელი „ქარაგიუმრუქში“ 2020 წლიდან გამოდის და თუ გასულ სეზონში თურქეთის სუპერლიგაში 16 მატჩი ჩაატარა, მიმდინარეში მოედანზე მხოლოდ 4-ჯერ გავიდა. მან თასზე 2-ჯერ ითამაშა და თავი ერთხელ გამოიჩინა.