სტეფ კარიმ 3 ათასიანი ზღვარი გადალახა

0
20

“გოლდენ სტეიტ უორიორზის” ვარსკვლავი სტეფ კარი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც 3 ათასი სამქულიანის ზუსტად ჩაგდება მოახერხა. საამისოდ მას 739 საენბეო შეხვედრის ჩატარება დასჭირდა.
დღეს დილით “დენვერ ნაგითსთან” 86:89 წაგებული ასპარეზობის მსვლელობისას სტეფმა 5 სამქულიანი ჩააგდო, კარის სამატჩო სტატისტიკამ კი 23 ქულა, 4 შედეგიანი გადაცემა და 4 მოხსნა შეადგინა.
სათქმელია ისიც, რომ მატჩისწინა მოთელვისას სტეფ კარიმ ბურთი კალათაში ტრიბუნიდან ტყორცნის შედეგადაც მოათავსა.