„შუქურა“ სპიჩკას და ჟუნინოს დაშორდა

0
2

ბრაზილიელი ჯეფერსონ ჯერალდოს შემდეგ, რომელიც წყალტუბოს „სამგურალში“ გადავიდა, ქობულეთის „შუქურა“ კიდევ ორმა ლეგიონერმა დატოვა. ქობულეთური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე „შუქურასთან“ კონტრაქტი უკრაინელმა მცველმა ივან სპიჩკამ და ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ჟუნიონიო კაბრალმა შეწყვიტეს.
30 წლის სპიჩკა „შუქურას“ გასულ სეზონში შეურთდა და 9 მატჩი ჩაატარა. 29 წლის ჟუნინიომ ქობულეთელთა ღირსება 18-ჯერ დაიცვა და თავი არ გამოუჩენია.
შეგახნებეთ, რომ გასულ სეზონში “შუქურა” კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითდა – პლეი-აუტში ორი მატჩის ჯამში “გაგრასთან” (0:0, 0:1) დამარცხდა.