საქართველოს U16 ნაკრებმა უფროსი აზერბაიჯანელები ოვერტაიმში დაამარცხა

0
8

მეორე მატჩი, მეორე გამარჯვება – საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ბელარუსის დედაქალაქში მიმდინარე მემორიალურ ტურნირზე დაუმარცხებელია. ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა თანატოლ ბელარუსთა მეორე ნაკრებს სძლია, შემდეგ კი ქართველებმა 2 წლით უფროსი აზერბაიჯანელების ნაკრები დაამარცხეს. უაღრესად დაძაბული და ოვერტაიმში გადასული მატჩი საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა 66:64 მოიგო.
საქართველოს ნაკრებში 17 ქულითა და 14 მოხსნით თავი ისახელა ლუკა მუჯირიშვილმა. ორმაგი დუბლი გაიფორმა ალექსანდრე დაუშვილმაც – 13 ქულა, 11 მოხსნა. 12 ქულით დაასრულა შეხვედრა ნიკა გურგენიძემ.
შეგახსენებთ, რომ მინსკში მიმდინარეობს დამოუკიდებელი ბელარუსის სპორტისა და ტურიზმის პირველი მინისტრის, ასევე ამ ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტის, ვლადიმირ რიჟენკოვის სახელობის მემორიალური ტურნირი. ტურნირის მეოთხე მონაწილე ბელარუსის 16-წლამდელთა ძირითადი ნაკრებია, რომელსაც საქართველო ტურნირის დასკვნით დღეს, 29 დეკემბერს დაუპირისპირდება.