“სამგურალმა” მიქაძის დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა

0
13

წყალტუბოს “სამგურალმა” სოსო ფრუიძის მაგივრად მთავარ მწვრთნელად გიორგი მიქაძის დანიშვნა დაადასტურა. მიქაძეს, რომელიც გასულ სეზონში “თელავს” უძღვებოდა მიხეილ აშვეთია, სერგი ორბელაძე და ლევან ყუფარაძე დაეხმარებიან. მეკარეების მწვრთნელად ლევან აბაშიძე იმუშავებს. ფიზმომზადების მწვრთნელი ოთარ საბანაძე იქნება.
სოსო ფრუიძე კლუბში დარჩა და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამასა და ,,სამგურალის” საფეხბურთო სპორტსკოლას უხელმძღვანელებს.