ნინო სუთიძე საქართველოს წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელია

0
31

საქართველოს 2021 წლის საუკეთესო ქართველი ქალი ფეხბურთელი ნინო სუთიძე (“კვარტალი”) გახდა. ეს  GFF AWARDS 2021-ის დაჯილდოებაზე გაირკვა, რომელიც ონლაინ მიმდინარეობს. მან გამოკითხვაში ხატია ჭყონიას (“ლანჩხუთი”) და ნინო პასიკაშვილს (“კვარტალი”) აჯობა.
2021 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით კი, პროცესში მედიის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. გამარჯვებულებს კუთვნილი პრიზები მოგვიანებით გადაეცემათ.