„ლივერპულის“ სერია შეწყდა, კლოპის გუნდის პირველი უგოლო მატჩი სეზონში

0
5

მიმდინარე სეზონში „ლივერპულმა“ ინგლისის პრემიერ ლიგაში მეორე მატჩი წააგო. წლის ბოლო შესვედრაში გერმანელი იურგენ კლოპის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად „ლესტერს“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, არადა, სტუმრებს ანგარიშის გახსნა შეეძლოთ, მაგრამ მოჰამედ სალაჰის მიერ შესრულებული პენალტი კასპერ შმეიხელმა მოიგერია. მანამდე, ეგვიპტელმა თავდამსხმელმა ზედიზედ 15 თერთმეტმეტრიანი გამოიყენა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 59-ე წუთზე ადემოლა ლუკმანმა გაიტანა. „ლივერპულმა“ ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 11 თამაშიდან პირველი წააგო. კლოპის შეგირდებმა 7 ნოემბრის შემდეგ მარცხის გემო არ იცოდნენ. გარდა ამისა, „ლივერპულმა“ მიმდინარე სეზონში პირველად გოლი ვერ გაიტანა, ხოლო გასული სეზონიდან მოყოლებული მერსისაიდელები მეტოქის კარის აღებას ზედიზედ 34 შეხვედრა ახერხებდნენ.
„ლივერპულს“ 41 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა – ლიდერ „მანჩესტერ სიტის“ 6 ქულით ჩამორჩება.