ჯეფერსონ ჯერალდო “სამგურალისთვის” შეუტევს

0
11

წყალტუბოს “სამგურალმა” ბრაზილიელი თავდამსხმელი ჯეფერსონ ჯერალდო დაიმატა, რომელმაც გასული სეზონი ქობულეთის “შუქურაში” გაატარა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 33 მატჩში 5 გოლი გაიტანა. “შუქურას” კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში გავარდნის შემდეგ, 32 წლის ფეხბურთელმა კლუბი შეიცვალა.
ჯეფერსონ ჯერალდო: “სამგურალი” ამბიციური კლუბია და აქ იმისთვის ვარ, რომ გუნდს გამარჯვებებში და მიზნის მიღწევაში დავეხმარო. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმატებული სეზონი გვქონდეს. ,,სამგურალი”კარგად ორგანიზებული გუნდია, ჰყავს გამოცდილი მწვრთნელები, კარგი ფეხბურთელები. გავივლით კარგ მომზადებას და მომავალ ჩემპიონატში ანგარიშგასაწევი გუნდი ვიქნებით. ჩემი მიზანია ბევრი გოლი გავიტანო, გუნდს წარმატებებში დავეხმარო და წყალტუბოელი გულშემატკივრები გავახარო”