ირაკლი აზაროვი წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია

0
17

საქართველოს 2021 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ბათუმის “დინამოსა” მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი დაასახელეს. ეს  GFF AWARDS 2021-ის დაჯილდოებაზე გაირკვა, რომელიც ონლაინ მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო უკანახაზელადაც აღიარეს.
2021 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით კი, პროცესში მედიის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. გამარჯვებულებს კუთვნილი პრიზები მოგვიანებით გადაეცემათ.