გიორგი გოჩოლეიშვილი წლის საუკეთესო გოლის ავტორია

0
13

ქართველი ფეხბურთელებიდან 2021 წლის საუკეთესო გოლის ავტორი თბილისის “საბურთალოს” მარჯვენა ფლანგელი გიორგი გოჩოლეიშვილი გახდა. მან თავი 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ბათუმში ინგლისთან (3:2) მოგებულ მატჩში გამოიჩინა, როდესაც საუცხოო რეიდი მეტოქის კარის აღებით დაარულა. ეს  GFF AWARDS 2021-ის დაჯილდოებაზე გაირკვა, რომელიც ონლაინ მიმდინარეობს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საუკეთსოს ნომინაციაზე სულ 10 გოლი წარადგინა:
ხვიჩა კვარაცხელია – საქართველო vs ესპანეთი
ნიკა გაგნიძე – “დილა” vs “დინამო” (ბათუმი)
ირაკლი აზაროვი – “დინამო”(თბილისი) vs “დინამო” (ბათუმი)
თორნიკე კირკიტაძე – ლოკომოტივი vs სამგურალი
გიორგი მოისწრაფიშვილი – “დინამო”(თბილისი) vs “თელავი”
ბენჟამინ ტეიდი – “დინამო” (ბათუმი) vs “ტორპედო”
ჯეფერსონ ჯერალდო – “შუქურა” (ქობულეთი) vs “სამტრედია”
ლიზი მწყერაშვილი – U19 საქართველო vs რუმინეთი
სერგო კუხიანიძე – “სამგურალი” (წყალტუბო) vs “ტორპედო” (ქუთაისი)
2021 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით კი, პროცესში მედიის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. გამარჯვებულებს კუთვნილი პრიზები მოგვიანებით გადაეცემათ.