გიორგი ჩხაიძე ქალთა ლიგის საუკეთესო მწვრთნელია

0
17

საქართველოს ქალთა ლიგის 2021 წლის საუკეთესო მწვრთნელად “ლანჩხუთის” თავკაცი გიორგი ჩხაიძე დაასახელეს. ეს  GFF AWARDS 2021-ის დაჯილდოებაზე გაირკვა, რომელიც ონლაინ მიმდინარეობს. მან გამოკითხვაში ლაშა მანწაკავას (“კვარტალი”) და ზურაბ ლატარიას (“კოლხეთი”, ხობი) აჯობა. ჩხაიძე საუკეთესოდ ზედიზედ მეორედ დაასახელეს.
2021 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით კი, პროცესში მედიის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. გამარჯვებულებს კუთვნილი პრიზები მოგვიანებით გადაეცემათ.