ავთანდილ ასათიანი ფუტსალის ლიგის წლის საუკეთესო მწვრთნელია

0
19

საქართველოს ფუტსალის ლიგის 2021 წლის საუკეთესო მწვრთნელად “თელასი-ჯორჯიანსის” თავკაცი ავთანდილ ასათიანი დაასახელეს, რომელმაც ეროვნული ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატისს ფინალურ ეტაპზე გაიყვანა. ეს  GFF AWARDS 2021-ის დაჯილდოებაზე გაირკვა, რომელიც ონლაინ მიმდინარეობს.
ასათიანმა გამოკითხვაში ლევან კობაიძეს (კსუ) და დავით ბობოხიძეს (თსუ) აჯობა. ის საუკეთესოდ ზედიზედ მეხუთედ დაასახელეს.
2021 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით კი, პროცესში მედიის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. გამარჯვებულებს კუთვნილი პრიზები მოგვიანებით გადაეცემათ.