ალექსანდრე ჩივაძის მედლის მფლობელები ცნობილია

0
20

2021 წელს საქართველოში 17 წლამდე და 19 წლამდე საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეების ვინაობა, რომელთაც ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ალექსანდრე ჩივაძის სახელობის მედალი გადაეცემათ ცნობილია. ეს  GFF AWARDS 2021-ის დაჯილდოებაზე გაირკვა, რომელიც ონლაინ მიმდინარეობს.

ალექსანდრე ჩივაძის მედალი – U17

  • ოქრო – გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი)
  • ვერცხლი – გიორგი ტაბატაძე (საბურთალო)
  • ბრინჯაო – სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი)

    ალექსანდრე ჩივაძის მედალი – U19

    • ოქრო – საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი)
    • ვერცხლი – ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო)
    • ბრინჯაო – ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი)2021 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით კი, პროცესში მედიის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ.