ხატია ჭყონია ქალთა ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელია

0
12

საქართველოს ქალთა ლიგის 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელი “ლანჩხუთის” თავდამსხმელი ხატია ჭყონია გახდა. ეს  GFF AWARDS 2021-ის დაჯილდოებაზე გაირკვა, რომელიც ონლაინ მიმდინარეობს. მან გამოკითხვაში თეონა ბაქრაძეს (“ლანჩხუთი”) და ეთერ სულაშვილს (“გორი იუნაიტედი”) აჯობა.ჭყონია საუკეთესოდ ზედიზედ მეორედ დაასახელეს.
2021 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით კი, პროცესში მედიის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. გამარჯვებულებს კუთვნილი პრიზები მოგვიანებით გადაეცემათ.