Pro ლიცენზიის კურსის მეექვსე მოდული

0
20

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის კურსის მეექვსე მოდული გაიმართა. აღნიშნულ მოდულს უეფა-ს ჯირა პანელის წევრი გენადი სკურტული ესწრებოდა.
მეექვსე მოდულის ფარგლებში, ძირითადი განსახილველი თემა ტაქტიკური პერიოდიზაცია გახლდათ. ამასთან ერთად სასწავლო კურსის მონაწილეებმა საქართველო – შვედეთისა და საქართველო U21 – ინგლისი U21-ის მატჩები განიხილეს. მეხუთე მოდული მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მუშაობას.​
უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის აღნიშნულ კურსზე 15 მონაწილე ირიცხება. შეგახსენებთ, რომ Pro ლიცენზია მწვრთნელთა განათლების უმაღლესი საფეხურია და აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოში უკვე მესამედ იმართება.
სწავლება ორ წლიან პერიოდზეა გადანაწილებული და მოიცავს, როგორც პრაქტიკულ ისე თეორიულ სამუშაოებს. სასწავლო პროცესი ასევე მოიცავს საგანმანათლებლო ვიზიტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ლიცენზიის მაძიებელი მწვრთნელები უახლეს ინფორმაციებს როგორც ქართველი ასევე უცხოელი ინსტრუქტორებისგან მიიღებენ.
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, საფეხბურთო სპეციალისტებს უმაღლესი კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზია გადაეცემათ. პროექტი ფეხბურთი ფედერაციის ორგანიზებით და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
Pro ლიცენზიის კურსთან ერთად დავით პეტრიაშვილი არენამ ტუტორთა გადამზადების სემინარის მეშვიდე მოდულს უმასპინძლა. აღნიშნული მოდულის მთავარი თემა საჩვენებელი გამოცდა გახლდათ.