პრემიერ ლიგაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა სარეკორდო რაოდენობა დაფიქსირდა

0
14

ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბებში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია. მიმდინარე წლის 20 დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით 103 შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც გასული წლის იმავე პერიოდში კორონავირუსი 90 ადამიანს დაუდასტურდა. გასულ კვირაში პრემიერ ლიგაში საერთო ჯამში 15186 ტესტი ჩაატარეს.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში კოვიდ პანდემიის გამო 15 მატჩი გადაიდო.