გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, გორის სპორტის სასახლეში, 2021 წლის სპორტული მიღწევების შემაჯამებელი ღონისძიება შედგა, სადაც წარმატებული სპორტსმენები, გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სიმბოლური საჩუქრებით ფულადი პრიზებითა და სიგელებით დააჯილდოვა.
დაჯილდოება 3 კატეგორიას მოიცავდა, რომელთა შორის უმაღლესი სპორტული მიღწევებისთვის ჩვენი კლუბის ნახევარმცველი – ეროვნული ლიგის დასრულებული სეზონის ერთ ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ნიკა გაგნიძე დაჯილდოვდა.
