მარუშიჩი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია

0
20

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელი თბილისის “დინამოს” თავდამსხმელი ზორან მარუშიჩი გახდა. erovnuliliga.ge-ს ინფორმაციით, სერბმა მოთამაშებ ონლაინ გამოკითხვაში ბათუმის “დინამოს” ნახევარმცველ ჯაბა ჯიღაურსა და იმავე გუნდის მცველი ირაკლი აზაროვს აჯობა. 28 წლის მარუშიჩმა განვლილ სეზონში ჩატარებულ 36 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ სერბი ასევე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო თავდამსხმელის, ბომბარდირის და ლეგიონერის პრიზი მიიღო.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშეების და მწვრთნელის გამოსავლენად, გამოკითხვაში ჩემპიონატში მოასპარეზე ათივე გუნდის მთავარი მწვრთნელები და ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.