კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილია

0
17

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელი სანდრო ალთუნაშვილია, რომელმაც განვლილ ჩემპიონატში ოქროს მედლები მოიგო. მან ონლაინ გამოკითხვაში თანაგუნდელ ჯაბა ჯიღაურსა და ირაკლი ბიძინაშვილს აჯობა, რომელიც გასულ სეზონში გორის “დილაში” გამოდიოდა. ამის შესახებ erovnuliliga.ge იუწყება.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშეების და მწვრთნელის გამოსავლენად, გამოკითხვაში ჩემპიონატში მოასპარეზე ათივე გუნდის მთავარი მწვრთნელები და ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.