კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარე კუპატაძეა, მცველი – აზაროვი, სიმბოლურში 7 ბათუმელია

0
16

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის საუკეთესო მეკარე ქვეყნის ჩემპიონ ბათუმის “დინამოს” კარის დარაჯი ლაზარე კუპატაძე გახდა, ხოლო მცველი მისი თანაგუნდელი ირაკლი აზაროვი. ამის შესახებ erovnuliliga.ge იუწყება.
სეზონის საუკეთესო მეკარე და მცველი:
ომინანტები (მეკარეები): ლაზარე კუპატაძე (“დინამო” ბთ), ლუკა გუგეშაშვილი (“დილა” გორი), ოთო გოშაძე (“საბურთალო”).
ნომინანტები (მცველები): ირაკლი აზაროვი (“დინამო” ბთ), მამუკა კობახიძე (“დინამო” ბთ), ოლეკსანდრ აზაცკი (“დინამო” ბთ.).
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
ლაზარე კუპატაძე (“დინამო” ბთ.), მამუკა კობახიძე (“დინამო” ბთ.), საბა ხვადაგიანი (“დინამო” თბ.), გრიგოლ ჩაბრაძე (“დინამო”, ბთ), ირაკლი აზაროვი (“დინამო” ბთ.), ნიკა გაგნიძე (“დილა”), სანდრო ალთუნაშვილი (“დინამო” ბთ.), ირაკლი ბიძინაშვილი (“დილა”), ჯაბა ჯიღაური (“დინამო” ბთ.), გიორგი ფანცულაია (“დინამო” ბთ.), ზორან მარუშიჩი (“დინამო” თბ.).

ფენტეზის გამარჯვებულები

სეზონის 3 პრიზიორი: გიორგი რთველიაშვილი, შალვა ღონღაძე, მიშა მაზაშვილი.
ჩემი პროგნოზის გამარჯვებული: დავით პაიჭაძე

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშეების და მწვრთნელის გამოსავლენად, გამოკითხვაში ჩემპიონატში მოასპარეზე ათივე გუნდის მთავარი მწვრთნელები და ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება – GFF AWARDS 2021 – წელს ამავე ფორმატით ჩატარდება. სფფ საუკეთესოებს 29 დეკემბერს გამოავლენს.