კილიან მბაპე: “ფეხბურთის ისტორიაში შესვლა მსურს”

0
23

Globe Soccer Awards-ის ვერსიით, 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელი საფრანგეთის ნაკრებისა და „პარი სენ ჟერმენის“ ვარსკვლავი კილიან მბაპე გახდა. დუბაიში გამართულ ცერემონიალზე ფრანგმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:
“მინდა, რომ კიდევ უფრო ბევრი ჯილდო მოვიგო. იღბლიანი ვარ, რადგან კარგ გუნდებში მითამაშია. თუმცა, უკან არ ვიხედები – აღარ ვფიქრობ, რა მოვიგე. ახლა ჩემი მთავარი მიზანი მოგებათა სერიის გაგრძელებაა. ფეხბურთის ისტორიაში შესვლა მსურს.
მადრიდის „რეალისა“ და პსჟ-ს მომავალ დაპირისპირებაზე ერთი რამის თქმა შემიძლია. გვსურს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდელები დავამარცხოთ. ეს რთული იქნება, მაგრამ მინდა, რომ 2022 წელს ჩემპიონთა ლიგა მოვიგო“.