კალეხა „ალავესში“ მენდილიბარმა შეცვალა

0
19

ესპანეთის ლა ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ „ალავესს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 28 დეკემბერს დათხოვნილი ხავი კალეხა 60 წლის ხოსე ლუის მენდილიბარმა შეცვალა. კალეხა გუნდის 2021 წლის აპრილიდან ავარჯიშებდა.
მენდილიბარი 2015-2021 წლებში „ეიბარს“ ავარჯშებდა. გარდა ამისა, ესპანელი კარიერის განმავლობაში ბილბაოს „ატლეტიკს“, „ვალიადოლიდს“, „ოსასუნას“ და „ლევანტეს“ ავარჯიშებდა.
„ალავესმა“ მიმდინარე სეზონში 18 ტურში 15 ქულა დააგროვა და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-18 ადგილზეა.