გია გეგუჩაძე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო მწვრთნელია

0
13

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2021 წლის საუკეთესო მწვრთნელი ბათუმის “დინამოს” თავკაცი გია გეგუჩაძე გახდა. erovnuliliga.ge იუწყება, რომ გეგუჩაძემ, რომელმაც ბათუმელებს არსებობის ისტორიაში პირველად ჩემპიონის ტიტული მოაგებინა, ონლაინ გამოკითხვაში გორის “დილას” უკრაინელ დამრიგებელ ანდრე დემჩენკოს და გიორგი მიქაძეს აჯობა, რომელიც “თელავს” წვრთნიდა.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშეების და მწვრთნელის გამოსავლენად, გამოკითხვაში ჩემპიონატში მოასპარეზე ათივე გუნდის მთავარი მწვრთნელები და ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.