გეგუჩაძე პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს

0
22
აჭარაში საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდოებით და საპატიო წოდებებით 9 პირი დაჯილდოვდა.
წელს პირველად, აჭარის მთავრობისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით ტბელ აბუსერისძის I, II და III ხარისხის ორდენებით დაჯილდოვდნენ პირები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმშენებლობაში, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს განვითარებაში, აღიარებასა და პოპულარიზაციაში.
ტბელ აბუსერიძის I ხარისხის ორდენი გადაეცა ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს გიორგი გეგუჩაძეს, დინამო ბათუმი საქართველოს ჩემპიონის ტიტულს წელს პირველად დაეუფლა. შეგახსნებეთ, რომ გეგუჩაძე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად 2021 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.