„დილამ“ მეკარე დაიმატა

0
17

გორის „დილამ“ მეკარე დემეტრე ბულისკერია დაიმატა, რასაც გასული სეზონის ბრინჯაოს მედლების მფლობელის პრესსამსახური იუწყება.
21 წლის მეკარემ გორელებთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან გასული სეზონი მარტვილის „მერანში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში 11 მატჩი ჩაატარა.
ბულისკერიამ კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო, სადაც 2018 წელს 18 მატჩი ჩაატარა. ის 2019 წელს თბილისის „ლოკომოტივში“ გამოდიოდა, რომელშიც 34-ჯერ ითამაშა. 2020 წელს ახალგაზრდა მეკარე ქუთაისის „ტორპედოში“ ჩაირიცხა და 6 შეხვედრა ითამაშა.