პაულუ სოუზა პოლონეთის ნაკრებიდან წავიდა და „ფლამენგოს“ გაწვრთნის

0
15

პაულუ სოუზამ პოლონეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა, რათა სათავეში ბრაზილიის „ფლამენგოს“ ჩაუდგეს. პორტუგალიელი სპეციალისტი პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენ ცეზარ კულეშას შეხვდა და კონტრაქტის ორმხრივად გაწყვეტა შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. თუმცა, მისი წასვლა გადაწყვეტილია, რადგან სოუზამ „ფლამენგოსთან“ კონტრაქტი გააფორმა.
ამ ფაქტმა როგორც პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციაში, ასევე გულშემატკივრებში მძაფრი რეაქცია გამოიწვია, რადგან პოლონელებს 2022 წლის მარტში მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრი პლეი-ოფის ნახევარფინალში რუსეთთან დაპირისპირება ელოდებათ.
პოლონეთის ეროვნული გუნდის მომავალი თავკაცი დიდი ალბათობით ადგილობრივი სპეციალისტი იქნება.