კაჭარავა ქვილითაიას მიერ გატანილი გოლის აღნიშვნისთვის გაუშვეს

0
10

ნიკა კაჭარავა და ფამაგუსტას „ანორთოსისი“ კონტრაქტს ნაადრევად გაწყვეტენ. ქართველი თავდამსხმელის გუნდიდან გაშვება თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი გუნდის ფანებმა მოითხოვეს.
კვირას, „მუდმივ“ დერბიში, რომელსაც კვიპროსზე აპოელისა და „ომონიას“ დაპირისპირებას უწოდებენ, პირველი მათგანის გამარჯვებით დასრულდა 4:2. განვლილ შეხვედრაში მასპინძლების შემადგენლობაში გიორგი ქვილითაიამ გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.
მატჩს თვალს „ანორთოსისის“ ფორვარდი კაჭარავა და საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი გურამ კაშია ესწრებოდნენ, რომელიც ბრატისლავას „სლოვანში“ გამოდის. კაშიამ თავის ინსტაგრამის გვერდზე დადო ვიდეო, სადაც ასახულია თუ როგორ აღნიშნავს კაჭარავასთან ერთად ქვილითაია გატანილ გოლს. ამ ფაქტმა „ანორთოსისის“ ფანების აღშფოთება გამოიწვია, რომლებიც აპოელთან „სამკვდრო-სასიცოცხლოდა“ არიან დაპირისპირებული.
მომხდარის გამო კაჭარავა გუნდის ხელმძღვანელებმა დაიბარა და ასხნა-განმარტება მოთხოვა. ქართველმა განაცხადა, რომ იმ ეპიზოდში ქვილითაიას მიერ გოლის აღნიშნვნაზე გაეღიმა. თუმცა, მან ფანებს ამ საქციელის გამო მოუბოდიშა. ამის მიუხედავად „ანორთოსისის“ გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელში მთელი კამპანია წამოიწყეს, რომ კლუბის ხელმძღვანელებს 28 წლის ქართველი მოთამაშე გაეშვათ. საბოლოოდ, „ანორთოსისში“ გადაწყვიტეს კონტრაქტი გაწყვიტონ კაჭარავასთან, რომელიც ფამაგუსტელთა შემადგენლობაში სამ წელიწადში ყველა ტურნირში ჩატარებულ 63 მატჩში 13 გოლი გაიტანა. მან ერთი სეზონი იჯარით პოზნანის „ლეხში“ გაატარა.
კვიპროსული მედია იუწყება, რომ კაჭარავას წასვლით გუნდი არ დაზარალდება, რადგან მან იმედი ვერ გაამართლა. პირიქით, „ანორთოსისს“ ფინანსურ მდგომარეობა შეუმსუბუქდება, რადგან კაჭარავა გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო წელიწადში 200000 ევროიანი ხელფასით.