„ჩელსიმ“ ბირმინგემში სამი ქულა აიღო – ჟორჟინიოს რეკორდი პენალტებში

0
19

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-19 ტურში ლონდონის „ჩელსი“ სტუმრად ბირმინგემის „ასტონ ვილას“ შეხვდა და 3:1 გაიმარჯვა. მატჩის 28-ე წუთზე მასპინძლები ლონდონელთა მცველ ჯეიმსის ავტოგოლით დაწინაურდნენ. 34-ე წუთზე ჟორჟიონომ პენალტიდან ანგარიში გაათანაბრა. 56-ე წუთზე ლუკაკუმ სტუმრები კიდევ უფრო წინ გაიყვანა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ჟორჟინიომ თერთმეტმეტრიანი ისევ ზუსტად შეასრულა და წერტილი დასვა.
გერმანელი თომა ტუხელის მწვრთნელობის პერიოდში „ჩელსიმ“ პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტი პენალტი გაიტანა – 12. ჟორჟინიომ პრემიერ ლიგაში 10 თერთმეტმეტრიანი გამოიყენა, რაც რეკორდია. მანამდე, კალენდარული წლის განმავლობაში ყველაზე მეტი პენალტი მეტ ლე ტისიეიმ და სტივენ ჯერარდმა გაიტანეს – 9-9.
ლუკაკუმ სექტემბრის შემდეგ პრემიერ ლიგაში თავი პირველად გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ მან „ჩელსიში“ გადასვლის შემდეგ ჩემპიონატში ოთხი გოლი გაიტანა და 3-ჯერ „ასტონ ვილას“ კარი აიღო. ლონდონელებს 41 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე არიან.