ანანიძე საქართველოს ჩემპიონს შეკრებაზე გაჰყვება, ბათუმში კოლუმბიელ ფორვარდს ელოდებიან

0
13

ჯანო ანანიძე დიდი ალბათობით კარიერას ბათუმის „დინამოში“ განაგრძობს. ეს ინფორმაცია ბათუმელთა სპორტულმა დირექტორმა ლადო დვალიშვილმა დაადასტურა. ანანიძე ბათუმელებს შეკრებაზე გაყვება და ამის შემდეგ მხარეები კონტრაქტის დეტალებზე დაილაპარაკებენ. დვალიშვილის განცხადებით ანანიძე თავად დაუკავშირდა.
ანანიძე გასულ სეზონში თბილისის „დინამოში“ ირიცხებოდა. ის „დინამოს“ 29 აპრილს შეუერთდა და კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა. მან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ერთი მატჩი ბათუმის „დინამოსთან“ ჩაატარა, როდესაც შეცვლაზე შევიდა. თუმცა, 28 წლის ფეხბურთელი იმ შეხვედრაში დაშავდა და მას მერე მედანზე აღარ გასულა. ანანიძეს მუხლზე ართროსკოლიული ჩარევა დასჭირდა და 4 თვის შემდეგ წვრთნას შეუდგა. თუმცა, კლუბიდან ისე გაუშვეს, რომ მეტი არ უთამაშია.
ანანიძის გარდა, ბათუმის „დინამოში“ კოლუმბიელი თავდამსხმელი რიკარდო მარკესი ითამაშებს, რომელიც მიმდინარე წელს სამშობლოშო „მილიონარისში“ გამოდიოდა და 25 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მან გასულ სეზონში ამავე გუნდში ჩატარებულ 14 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო. მანამდე, 24 წლის ფეხბურთელმა „უნიონ მაგდალენაში“, რომლის აღზრდილიცაა 60-ჯერ ითამაშა და 31 გოლი მიითვალა. მან კოლუმბიის 20-წლამდელთა ნაკრებში 2020 წელს 6 შეხვედრა ჩაატარა და თავი არ გამოუჩენია.