სტივენ ჯერარდი კორონავირუსმა იძულებით დაასვენა

0
4

ბირმინგემის „ასტონ ვილას“ მთავარ მწვრთნელ სტივენ ჯერარდ კორონავირუსი დაუდასტურდა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინგლისელი სპეციალისტის მიერ ჩაბარებულმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. აქედან გამომდინარე, ჯერარდი თავის გუნდს ე.წ. „ტექნიკური ზონიდან“ ინგლისის პრემიერ ლიგაში შინ ლონდონის „ჩელსისთან“ (26 დეკემბერი) და სტუმრად „ლიდსთან“ (28 დეკემბერი) გასამართ შეხვედრებში ვერ უხელმძღვანელებს.
ინგლისის ეროვნული ნაკრების ექსკაპიტანი „ასტონ ვილას“ 2021 წლის 11 ნოემბრიდან წვრთნის. მანამდე, ის 2018-2021 წლებში „გლაზგო რეინჯერსს“ ხელმძღვანელობდა და გასულ სეზონში შოტლანდიის პრემიერ ლიგა მოაგებინა.