საქართველო 2008 ვილნიუსში ევროპის ლიგის მეორე წრის მატჩებს გამართავს

0
12

საქართველოს 14-წლამდელთა კლუბებისგან დაკომპლექტებული გუნდი “საქართველო 2008” ლიეტუვაში გაემგზავრა, სადაც ევროპის ახალგაზრდულ საკალათბურთო ლიგაში იასპარეზებს. 2 თვის წინ დაიწყო, როცა ესტონეთის დედაქალაქ ტალინში 28-31 ოქტომბერს პირველი წრე გაიმართა და 5 შეხვედრიდან 2 მოიგო.
ფორმატი ტრადიციულად უცვლელია. რეგულარული ჩემპიონატი 3 ტურად გაიმართება. თითოეული ტურის მანძილზე გუნდები 5-5 მატჩს ჩაატარებენ. მეორე წრეს ლიეტუვას დედაქალაქი ვილნიუსი მასპინძლობს. ამროსი ორმოცაძისა და მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი 5 შეხვედრას შემდეგ გუნდებთან ამ თარიღებში ჩაატარებს:
მარუპე (ლატვია) – საქართველო 2008 – 27 დეკემბერი, 14:00
საქართველო 2006 – იუგლა (ლატვია) – 27 დეკემბერი, 21:30
ვილნიუსი KM – საქართველო 2008 – 28 დეკემბერი, 14:00
საქართველო 2008 – ვილნიუსი KM2 – 28 დეკემბერი, 20:00
საქართველო 2008 – ჩრდილო ატლანტიკი (ირლანსია) – 29 დეკემბერი, 12:30
(მითითებულია თბილისის დროები)
საქართველოს ნაკრები ვილნიუსში ამ შემადგენლობით გაემგზავრა:

ლუკა ბებია, ლაშა ხუნდაძე, მათე ხატიაშვილი, შიო ნარიმანიძე, ნიკოლოზ ქურასბედიანი, გიორგი მუშკუდიანი, ნიკოლოზ ალიმბარაშვილი, საბა ჟღენტი, დიანისი გრიგორიანი, გიორგი ცოტნიაშვილი, ბაჩო ბლიაძე, დავით ფაჩულია.

თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდება წარმოდგენილ Facebook-გვერდზე:

https://m.facebook.com/VilniausKM/