„რეალი“ ფეხბურთელების გაყიდვას გეგმავს – სიის სათავეში ისკო და ბეილი არიან

0
14

მადრიდის „რეალი“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს. ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, სიაში პირველები ნახევარმცველი ისკო და უელსის ნაკრების კაპიტანი გარეთ ბეილი არიან, რომელთაც კონტრაქტებო 2022 წლის ზაფხულში ეწურებათ. ეს გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელებმა კარლო ანჩელოტის სამწვრთნელო შტაბთან შეათანხმეს, რომლის სამომავლო გეგმაში ნახსენები მოთამაშეები არ შედიან.
გარდა ამისა, „რეალი“ მზად არიან განიხილონ წინადადებები მარიანო დიასის, ლუკა იოვიჩისა და ედენ აზარის თაობაზე. ასევე, „რეალში“ არ გეგმავენ ხელი შეუშალონ წასვლაში მარსელოს, რომელმაც სასტარტო შემადგენლობაში დაკარგა.
ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მადრიდელები ახალი ფეხბურთელების ყიდვას არ გეგმავენ, რათა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის წინ სახელფასო ბიუჯეტი გამოათავისუფლონ.