კორონავირუსი “კრისტალ პალასის” მწვრთნელსაც დაუდასტურდა

0
21

კორონავირუსი ინგლისის პრემიერ ლიგის კიდევ ერთი გუნდის მთავარ მწვრთნელს დაუდასტურდა. „კრისტალ პალასის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, გუნდის თავკაც პატრიკ ვიეირას მიერ ჩაბარაბული ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ფრანგი სპეციალისტი კარანტინშია და პრემიერ ლიგის მე-19 ტურში ლონდონის „ტოტენჰემთან“ გასამართ შეხვედრას გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ასევე ბირმინგემის „ასტონ ვილას“ დამრიგებელ სტივენ ჯერარდს დაუდგინდა.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ექსნახევარმცველი და ლონდონის „არსენალის“ ექსკაპიტანი ვიეირა ლონდონელებს 2021 წლის ივლისიდან წვრთნის. ამჟამად, „კრისტალ პალასი“ 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.
სხვათა შორის, “კრისტალ პალასმა” პრემიერ ლიგის ხელმძღვანელებს “ტოტენჰემთან” თამაშის გადადება სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო.