„რეკორდმაისტერმა“ ინსინიეს თაობაზე „ნაპოლის“ მიმართა

0
14

მიუნხენის „ბაიერნმა“ ლორენცო ინსინიეს ტრანსფერის თაობაზე „ნაპოლის“ მიმართა, იუწყება La Gazzetta dello Sport. ნეაპოლელენს 30 წლის თავდამსხმელის შენარჩუნება სურთ, მაგრამ შემცირებული ხელფასით. თავად ინსინიე იმ შემთხვევაში დარჩება თუ ანაზღაურებას გაუზრდიან.
იტალიელი ფეხბურთელი „ნაპოლის“ აღზრდილია და პირველ გუნდში 2009-2010 წლების სეზონიდან თამაშობს. მან ყველა ტურნირში 414 მატჩი ჩაატარა და 114 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში ინსინიემ იტალიის სერია A-ში 15-ჯერ ითამაშა და 4 გოლის გატანის გარდა, 5 საგოლე პასი გააკეთა. ის გასულ ზაფხულში იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გახდა.