კინტერო „რივერ პლეიტში“ ბრუნდება

0
20

ხუან კინტერო არგენტინის „რივერ პლეიტში“ დაბრუნდება, დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ თავის ტვიტერის გვერდზე. ჩინური „შენჩჟენი“ კოლუმბიელ ნახევარმცველს არგენტინულ გრანდში გაანათხოვრებს, რის შესახებ მხარეებმა უკვე მოილაპარაკეს. 28 წლის სამხრეთ ამერიკელმა ჩინეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 18 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.
კინტერო „რივერ პლეიტში“ 2017-2020 წლებში გამოდიოდა და 61 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 12-ჯერ აიღო, პლუს 8 საგოლე პასი გააკეთა. მან გუნდთან ერთად ლიბერტადორესის თასი და არგენტინის სუპერთასი მოიგო.