„ინტერნასიონალი“ პოლონეთის ნაკრების თავკაცს ეპატიჟება

0
17

პოლონეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ პაულუ სოუზას ბრაზილიის „ინტერნასიონალი“ ეპატიჟება, იუწყება ტელეარხი Globo.
51 წლის პორტუგალიელ სპეციალისტს 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს და უახლოეს ხანში მხარეებს შორის მოლაპარაკება უნდა დაიწყოს. „ინტერნასიონალმა“ ბრაზილიის განვილი ჩემპიონატში მე-12 ადგილი დაიკავა და 15 დეკემბერს დაკავებული თანამდებობიდან გუნდის თავკაცი დიეგო აგირე გაათავისუფლეს. სოუზას გაწვრთნილ პოლონელები 2022 წლის 24 მარტს ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრი პლეი-ოფის ნახევარფინალში რუსებს დაუპირისპირდებიან.
51 წლის სოუზა პოლონელებს 2021 წლის იანვრიდან წვრთნის და გუნდმა მუნდიალის შესარჩევში ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.