ლონდონის „ჩელსის“ ორელიენ ჩუამენის შეძენა სურს, რომელიც „მონაკოში“ გამოდის, იუწყება Eurosport. ინგლისელები მზად არიან, რომ ფრანგი ნახევარმცველი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დაიმატონ. „ჩელსი“ შუახაზელს ეძებს, რადგან მომავალი წლის ზაფხულში გუნდიდან ერთ-ერთი ნახევარმცველი წავა.
მიმდინარე წლის ნოემბერში „მონაკომ“ განაცხადა, რომ ჩუამენს 50 მილიონ ევროს შეელევა. 21 წლის ფრანგმა მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში ჩატარებულ 18 მატჩში 1 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.
