
ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მიუნხენის „ბაიერნმა“ შესაძლოა „ლიდსიდან“ ბრაზილიელი თავდამსხმელი რაფინია დაიმატოს. TNT Sport Brazil-ის ინფორმაციით, გერმანული გრანდი მზადაა 25 წლის ფეხბურთელში 50 მილიონი ევრო გადაიხადოს.
რაფინია „ლიდსში“ საფრანგეთის „რენიდან“ 2020 წლის ოქტომბერში 17 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ გადავიდა. მან მიმდინარე სეზონში ინგლისის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 16 მატჩში 8 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა. რაფინიას „ლიდსტან“ კონტრაქტი 2024 წელს ეწურება.
თუ ეს ტრანსფერი განხორციელდა, მაშინ „ავაი“, სადაც ბრაზილიელი ფორვარდი კარიერას იწყებდა, 1,5 მილიონ ევროს მიიღებს. სხვათა შორის, ნახსენებმა კლუბმა აღნიშნული თანხა 2022 წლის ბიუჯეტში უკვე შეიტანა.
