ანჩელოტიმ თვალი ჩაკვეტაძის ყოფილ თანაგუნდელს დაადგა

0
12

მადრიდის „რეალი“ ფრანგული „ლილიდან“ თავდამსხმელმ ჯონათან დევიდის შეძენის ვარიანტს განიხილავს, იუწყება ესპანური გამოცემა Marca. ესპანური გრანდის მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის კანადელი ფეხბურთელის დამატება მომავალი სეზონის წინ სურს. დევიდის „ლილიდან“ შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაცია მისმა აგენტმაც განაცხადა.
„ლილმა“ დევიდი ბელგიის „გენტიდან“, სადაც გიორგი ჩაკვეტაძე ირიცხება, 30 მილიონ ევროდ შეიძინა და მისი ტრანსფერი კანადური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულია. მას კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.
21 წლის ჩრდილო ამერიკელმა გასულ სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 48 მატჩში 13 გოლი გაიტანა, ხოლო მიმდინარე სეზონში 27 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 16-ჯერ აიღო. დევიდმა ჩემპიონთა ლიგაში 6-ჯერ ითამაშა და 3 გოლი მიითვალა.