შენგელია ბელგიის თასს გამოეთიშა

0
17

„ლუვენი“, რომელშიც ლევან შენგელია გამოდის, ბელგიის თასის გათამაშებას გამოეთიშა. 1/4-ფინალში ქართველი ლეგიონერის გუნდი სტუმრად „ბრიუგეს“ შეხვდა და 1:4 წააგო. შენგელია სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 27-ე წუთზე ტრავმირებული ვლიეტნიკის მაგივრად ჩაერთო.
მასპინძლებმა ანგარიში 41-ე წუთზე დე კეტალაარის დარტყმის შემდეგ გახსნეს. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-6 წუთზე სტუმრების კარი ბალანტამ აიღო. 59-ე წუთზე მერსიემ ერთი ბურთი გაქვითა. 65-ე წუთზე ლუვენი ლანგმა დაამწუხრა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე საბოლოო წერტილი ვანაკენმა დასვა.
შენგელიამ, რომელიც „ლუვენს“ სეზონის დაწყების წინ შეუერთდა, ბელგიის ჩემპიონატში 11-ჯერ (ერთხელ სასტარტოში) ითამაშა და 2 გოლი გაიტანა. მან ბელგიის თასზე სამი მატჩი ჩაატარა.