„დილამ“ 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი დაიმატა

0
5

სეზონის დასრულების შემდეგ „დილამ“ კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა. გორულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი ლომთაძემ გააფორმა.
20 წლის ფეხბურთელი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და გასულ სეზონში „სამტრედიაში“ გამოდიოდა, რომლის შემადგენლობაში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 30 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ლომთაძემდე „დილამ“ თავდამსხმელი თამაზ მაქაცარია დაიმატა, რომელმაც გასულ სეზონში „გაგრას“ მაისურით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.