ბათუმის „დინამო“ თევდორაძეს და გროცურეკს დაემშვიდობა

0
5

ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე სეზონის დასრულების შემდეგ შემადგენლობიუს გადახალისებას აგრძელებს. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ამჯერად ურთიერთობის გაგრძელება ნახევარმცველებთან ვაკო თევდორაძესთან და ლუკაშ გრიცურეკთან აღარ ისურვა.
28 წლის თევდორაძე ბათუმური კლუბის აღზრდილია და მის ღირსებას 2011-2012 წლების სეზონიდან იცავდა. მან წელს „დინამოში“ მხოლოდ 2-ჯერ ითამაშა და გასაკვირი არაა, რომ შავიზღვისპირელებს დაემშვიდობა.
30 წლის ავსტრიელმა ნახევარმცველმა გროცურეკმა ბათუმელთა ღირსება 28 შეხვედრაში დაიცვა და 2 გოლი გაიტანა.