ბითაძის ექვსი ქულა და მოგება “ჰიუსტონთან”

0
25

„ინდიანას“ რეგულარული პირველობის ბოლო ოთხი შეხვედრიდან სამი ჰქონდა წაგებული და ამჯერად კიდევ ერთ  აუტსაიდერ „ჰიუსტონთან“ მოუწია შეხვედრა.
სამი მეოთხედის განმავლობაში თანაბარი თამაში მიმდინარეობდა. დასკვნითი პერიოდის წინ ტეხასელები 94:91 იგებდნენ, მაგრამ „ინდიანა“ 10:2 გაექცა მეტოქეს და საბოლოოდ 118:106 იმარჯვა.
ლიეტუველი დომანტას საბონისის ტრავმის გამო გოგა ბითაძეს 11 წუთის განმავლობაში თავის გამოჩენის საშუალება მისცეს. ამ დროის განმავლობაში ქართველმა ცენტრმა 6 ქულა (ხუთიდან სამი ორქულიანი), ორი მოხსნა (ორივე შეტევაში) და ერთი დაფარება დააგროვა.


„ინდიანამ“ სეზონში მე-14 მატჩი მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 27 დეკემბერს ჩიკაგოში „ბულზთან“ გამართავს.