მესიმ თავისი ყველაზე ცუდი სერია გაიმეორა, პსჟ-მ ქულა დამატებით დროში გადაარჩინა

0
19

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში პსჟ სტუმრად „ლორიანს“ შეხვდა და ქულა მსაჯის მიერ დამატებულ დროში გადაარჩინა. მატცის მე-40 წუთზე ანგარიში მონკონდუიტმა გახსნა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე მასპინძლების კარი მაურო იკარდიმ აიღო და პარიზელები მარცხისგან იხსნა.
ლიონელ მესიმ პსჟ-ში შეუცვლელად ითამაშა და გოლი ვერც ამჯერად გაიტანა. მან ფრანგული გრანდის შემადგენლობაში სტუმრად ჩატარებულ 8 შეხვედრაში თავი ერთხელაც ვერ გამოიჩინა. ამრიგად, მან თავისი კარიერის ანტირეკორდი გაიმეორა, როდესაც „ბარსელონას“ შემადგენლობაში 2006 წლის სექტემბრიდან 2007 წლის მარტამდე გასვლაზე 8-ჯერ ითამაშა და მოედანი უგოლოდ დატოვა. ამასთანავე არგენტინელმა ლიგა 1-ში ბურთი ძელს 11 მატჩში მოახვედრა – ყველაზე მეტჯერ ვიდრე საფრანგეთის ჩემპიონატში მოასპარეზე სხვა ფეხბურთელებმა.
პსჟ-ში მეორე მატჩი ჩაატარა ესპანელმა მცველმა სერხიო რამოსმა, რომელიც თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. მან 81-ე წუთზე პირველი ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ხუთ წუთში მეორეჯერ გააფრთხილეს და გააძევეს. პარიზელებმა ამ სეზონში ფრედ მეოთხე შეხვედრა დაასრულეს და 20-გუნდიან გათამაშებას 46 ქულით ლიდერობენ.