„გენტი“ თასის ნახევარფინალში ჩაკვეტაძის გარეშე გავიდა

0
3

„გენტი“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე ირიცხება, ბელგიის თასის ნახევარფინალში გავიდა. გენტელებმა 1/4-ფინალში ლიეჟის „სტანდარდს“ უმასპინძლეს და 3:1 დაამარცხეს.
შეხვედრის მე-8 წუთზე ანგარიში კუმსმა გახსნა, ხოლო 47-ეზე საპასუხო ბურთი დონუმმა გაიტანა. 53-ე წუთზე მასპინძლები ტისუდალმა დააწინაურა, რომელმაც ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე საბოლოო წერტილი დასვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ჩაკვეტაძე განაცხადში არც ამჯერად იყო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის „გენტის“ მთავარ მწვრთნელ ვან ჰაზენბრუკის გეგმაში არ შედის. მით უმეტეს, გუნდმა ყველა ტურნირში ჩატარებულ ბოლო 10 მატჩიდან 9 მოიგო.