ბათუმის “დინამომ” გაგოშიძე, ნიქაბაძე და შინდაგორიძე გაუშვა

0
39

სეზონის დასრულების შემდეგ, ბათუმის “დინამო” ნაცევარმცველ გიული მანჯგალაძის გარდა, კიდევ სამმა ფეხბურთელმა დატოვა. ბათუმელთა პრესსამსახუსი ინფორმაციით, მომავალ სეზონში გუნდში აღარ იქნებიან 28 წლის მცველი მალხაზ გაგოშიძე (7 მატჩი), ასევე თავდამსხმელები 30 წლის გიორგი ნიქაბაძე (22 მატჩი, 4 გოლი) და 28 წლის ლაშა შინდაგორიძე (23 მატჩი, 2 გოლი).
შეგახსენებთ, რომ ბათუმელებმა სერბი ნახევარმცველი მილან რადინი, გორის “დილას” ყოფილი შუახაზელი ირაკლი ბიძინაშვილი და ჩერნოგორიელი თავდამსხმელი სტეფან დენკოვიჩი დაიმატეს.