“ასტრალი” A ლიგის საგზურისთვის “ბურჯს” შეხვდება

0
13

“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი ეტაპი “ასტრალმა” მოიგო. გონსალო ფერნანდესის გაწვრთნილმა ასტრალელებმა დღეს ოლიმპიურ სასახლეში ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი “გალფს” 105:65 მოუგო და ჯგუფში პირველობა გაინაღდა. ჯგუფში დარჩენილია 1 შეხვედრა, რომელშიც გორის “ივერიონი” “გალფს” დაუპირისპირდება, თუმცა ამ მატჩის შედეგს “ასტრალისთვის” მნიშვნელობა აღარ აქვს. ფერნანდესის გუნდი გორელებს ურთიერთშეხვედრებში სჯობნიან და თანაბარი ქულების შემთხვევაში პირველობა განაღდებული აქვთ.
“ასტრალს” “ა” ლიგამდე 1 მეტოქის დამარცხება მართებს და ეს გახლავთ თელავის “ბურჯი”. კახური გუნდი “ა” ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. თელაველებმა გასულ სეზონში მე-5 ადგილი დაიკავეს და დებულების თანახმად, ლიგაში დასარჩენად “ა”ლიგის საკვალიფიკაციოს გამარჯვებულთან მოუწევს შერკინება.
საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური სერია 2-მატჩიანია. შეხვედრები 28 დეკემბერს თბილისში და 30-ში თელავში გაიმართება. ამ 2 მატჩში ვინც მეტ ქულას მოაგროვებს, გამარჯვებულიც ის იქნება.