სანე გულშემატკივრების რჩეული ზედიზედ მესამედ გახდა

0
22

ლეროი სანე მიუნხენის „ბაიერნის“ გულშემატკივრებმა ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, რის შესახებ ბავარიელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
ქომაგებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, 25 წლის სანემ ხმების 44% მიიღო. მეორე ადგილზე პოლონელი თავდმსხმელი რობერტ ლევანდოვსკის (22%) გავიდა, ხოლო მესამეზე – თომას მიულერი (10%).
ნოემბერში სანემ მიუნხენელთა შემადგენლობაში ჩატარებულ 5 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ გულშემატკივრებმა სანე თვის საუკეთესო მოთამაშედ სექტემბერსა და ოქტომბერშიც აღიარეს.